
ბაიერნის კაპიტანი ფილიპ ლამი აცხადებს, "გუნდი მოუთმენლად ელოდება ინტერთან დაპირისპირებას, თუმცა შარშან წაგებულ ტიტულს ამ დაპირისპირების მოგება ვერ დაგვიბრუნებს, ფინალი წინა სეზონში იყო და დაკარგული ტიტულის დაბრუნება უკვე შეუძლებელია".
ბაიერნის კაპიტანი ფიქრობს, რომ ინტერს ბაიერნმა თავისი თამაში უნდა მოახვიოს თავს და შეტევაში ეფექტური თამაშის ხარჯზე უნდა დაამარცხოს მოწინააღმდეგე.
"ვფიქრობ ინტერის დამარცხება შეგვიძლია, მით უმეტეს, რომ ეს გუნდი მიმდინარე სეზონში არაა ისეთი ძლიერი, როგორიც შარშან იყო" - ეს კი ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერის, არიენ რობენის სიტყვებია, "მე არ განვიხილავ ამ მატჩს, როგორც ინტერზე შურისძიების შესაძლებლობას. იმისათვის რომ ინტერზე სრულფასოვანი შურისძიება მოვახერხოთ, აუცილებელია ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავამარცხოთ".
ბაიერნის მსგავსად მოსალოდნელ მატჩს მოუთმენლად ელიან ინტერის ფეხბურთელები. ინტერის მწვრთნელი ლეონარდო აცხადებს, რომ მის გუნდს მოტივაციის პრობლემა არა აქვს. "მართალია, ჩვენ გავიუმჯობესეთ სიტუაცია სერია ა-ში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია. ბაიერნს რევანშის აღება უნდა, თუმცა არც ჩემი ფეხბურთელები არიან უმოტივაციოდ" - განაცხადა მან.
ინტერმა უნდა დაამტკიცოს, რომ შარშანდელ ფინალში გამარჯვება არ ყოფილა შემთხვევითი და ამ გუნდს კვლავაც შესწევს გერმანული გრანდის დამარცხების ძალა.
წყარო - http://uefa.com/