ავტორები: - ოთარ ბახტაძე, რომან აფაქიძე
გუშინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები. ამ მატჩებში რამოდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის მკვეთრად უარყოფითი შედეგი, რომელიც პლეი-ოფის საწყის ეტაპზევე უჩვენეს იტალიურმა გუნდებმა. ჯგუფური ეტაპი სამმა იტალიურმა გუნდმა გადალახა, სამივემ პირველი მერვედფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და სამივე ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა. შესაბამისად სამივე გუნდის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, რომამ, ინტერმა და მილანმა გასვლით შეხვედრაში მინიმუმ ორ ბურთიანი უპირატესობით უნდა დაამარცხონ შესაბამისად შახტარი, ბაიერნი და ტოტენჰემი, რაც დაგვეთანხმებით ადვილ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს.
2011-02-24
მოურინიო - 9 წელი წაგების გარეშე
ანუ ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა
ავტორი - კობა პაიჭაძე
წინა პუბლიკაციაში ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო მიღწევებზე ვისაუბრეთ და ამდენად უპრიანად ჩავთვალეთ მომდევნო წერილი ლა ლიგაში მისი ყველაზე "რეალური" კონკურენტის, ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო მიღწევებისთვის მიგვეძღვნა. საქმე ისაა, რომ მოურინიოს საშინაო მატჩში მარცხის გემო უკვე 9 წელია არ განუცდია. ეს მართლაც უპრეცენდენტო მიღწევაა.
გუშინ 23 თებერვალს ზუსტად 9 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიომ საშინაო მატჩში მარცხი განიცადა. წაუგებელი სერია უკვე 148 მატჩია გრძელდება, შაბათს ლა-ლიგაში სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული რეალი -ლევანტეს დაპირისპირება სწორედ 148-ე იყო ამ დიდებულ სერიაში. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში რეალმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-0.
საინტერესოა მთლიანი სტატისტიკაც, მოურინიომ ამ 148 მატჩიდან მხოლოდ 25 დაასრულა ფრედ, 123 მატჩი კი მოგებით დაასრულა.
ბოლო საშინაო მარცხი პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2002 წლის 23 თებერვალს იწვნია, როცა პორტუს წვრთნიდა. ბეირა მარისთან მატჩში პორტუ მინიმალური ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
გუნდების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:
პორტუგალია (პორტო) - 38 წაუგებელი საშინაო მატჩი
ინგლისი (ჩელსი) - 60 წაუგებელი საშინაო მატჩი
იტალია (ინტერი) - 38 წაუგებელი საშინაო მატჩი
დაბოლოს ესპანეთი, რეალის მწვრთნელის რანგში მოუმ ჯერ მხოლოდ 12 საშინაო შეხვედრა გამართა და არც ერთხელ არ დამარცხებულა.
ავტორი - კობა პაიჭაძეწინა პუბლიკაციაში ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო მიღწევებზე ვისაუბრეთ და ამდენად უპრიანად ჩავთვალეთ მომდევნო წერილი ლა ლიგაში მისი ყველაზე "რეალური" კონკურენტის, ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო მიღწევებისთვის მიგვეძღვნა. საქმე ისაა, რომ მოურინიოს საშინაო მატჩში მარცხის გემო უკვე 9 წელია არ განუცდია. ეს მართლაც უპრეცენდენტო მიღწევაა.
გუშინ 23 თებერვალს ზუსტად 9 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიომ საშინაო მატჩში მარცხი განიცადა. წაუგებელი სერია უკვე 148 მატჩია გრძელდება, შაბათს ლა-ლიგაში სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული რეალი -ლევანტეს დაპირისპირება სწორედ 148-ე იყო ამ დიდებულ სერიაში. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში რეალმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-0.
საინტერესოა მთლიანი სტატისტიკაც, მოურინიომ ამ 148 მატჩიდან მხოლოდ 25 დაასრულა ფრედ, 123 მატჩი კი მოგებით დაასრულა.
ბოლო საშინაო მარცხი პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2002 წლის 23 თებერვალს იწვნია, როცა პორტუს წვრთნიდა. ბეირა მარისთან მატჩში პორტუ მინიმალური ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
გუნდების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:
პორტუგალია (პორტო) - 38 წაუგებელი საშინაო მატჩი
ინგლისი (ჩელსი) - 60 წაუგებელი საშინაო მატჩი
იტალია (ინტერი) - 38 წაუგებელი საშინაო მატჩი
დაბოლოს ესპანეთი, რეალის მწვრთნელის რანგში მოუმ ჯერ მხოლოდ 12 საშინაო შეხვედრა გამართა და არც ერთხელ არ დამარცხებულა.
ევროპის სამი უდიდესი სტადიონი
ავტორი – კობა პაიჭაძე
ევროპის სტადიონთაგან 3 უდიდესი, ბარსელონაში, ლონდონსა და მილანში მდებარეობს.
ბარსელონას საშინაო არენა კამპ ნოუ 98 787 მაყურებელს იტევს და უდიდესია ბებერ კონტინენტზე. სწორედ ამიტომ უეფამ ბარსელონას სტადიონს ხუთვარსკვლავიანის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, ბარსელონას ხელმძღვანელობა 2012 წელს სტადიონის რეკონსტრუქციას გეგმავს, მისი ტევადობა რეკონსტრუქციის შემდეგ 115 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
ევროპის უდიდეს სტადიონთაგან რიგით მეორე უემბლია, რომელიც ლონდონში მდებარეობს. ეს ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო არენაა და 90 ათას გულშემატკივარს იტევს. უემბლი ლეგენდარული არენაა, რომელიც უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. უემბლიმ 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, მასზე არაერთი ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი გამართულა.
სიდიდით მესამე სტადიონი მილანშია. იტალიური ფეხბურთის 2 გამორჩეული გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენა 85 700 მაყურებელს იტევს. ჯუზეპე მეაცა უემბლის სტადიონის დასრულებამდე მსოფლიოში პირველ სრულად გადახურულ სტადიონად ითვლებოდა. სტადიონს სახელი მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის 1979 წელს გარდაცვლილი ჯუზეპე მეაცას პატივსაცემად ეწოდა. ეს სტადიონი განსაკუთრებით პოპულარული 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გახდა. ამ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ესპანეთის ვალენსია პენალტების სერიაში ანგარიშით 5–4 დაამარცხა.
ევროპის სტადიონთაგან 3 უდიდესი, ბარსელონაში, ლონდონსა და მილანში მდებარეობს.
ბარსელონას საშინაო არენა კამპ ნოუ 98 787 მაყურებელს იტევს და უდიდესია ბებერ კონტინენტზე. სწორედ ამიტომ უეფამ ბარსელონას სტადიონს ხუთვარსკვლავიანის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, ბარსელონას ხელმძღვანელობა 2012 წელს სტადიონის რეკონსტრუქციას გეგმავს, მისი ტევადობა რეკონსტრუქციის შემდეგ 115 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
ევროპის უდიდეს სტადიონთაგან რიგით მეორე უემბლია, რომელიც ლონდონში მდებარეობს. ეს ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო არენაა და 90 ათას გულშემატკივარს იტევს. უემბლი ლეგენდარული არენაა, რომელიც უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. უემბლიმ 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, მასზე არაერთი ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი გამართულა.სიდიდით მესამე სტადიონი მილანშია. იტალიური ფეხბურთის 2 გამორჩეული გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენა 85 700 მაყურებელს იტევს. ჯუზეპე მეაცა უემბლის სტადიონის დასრულებამდე მსოფლიოში პირველ სრულად გადახურულ სტადიონად ითვლებოდა. სტადიონს სახელი მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის 1979 წელს გარდაცვლილი ჯუზეპე მეაცას პატივსაცემად ეწოდა. ეს სტადიონი განსაკუთრებით პოპულარული 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გახდა. ამ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ესპანეთის ვალენსია პენალტების სერიაში ანგარიშით 5–4 დაამარცხა.
გვარდიოლა: 79 გამარჯვება 100 მატჩში
ავტორი – კობა პაიჭაძეკვირას გამართული დაპირისპირება ბარსელონას და ბილბაოს შორის, საიუბილეო გამოდგა ბარსას დამრიგებლისთვის პრიმერაში. ეს იყო ბარსელონას მეასე მატჩი პრიმერაში გვარდიოლას ხელმძღვანელობით. ახალგაზრდა ესპანელ სპეციალისტს ბრწყინვალე ბალანსი აქვს – მან 100–დან 79 მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ამ ასი მატჩიდან გვარდიოლას მეთაურობით ბარსელონამ სულ რაღაც შვიდჯერ დამარცდა, ხოლო 14 მატჩი ფრედ დაასრულა.
ასევე აღსანიშნავია გვარდიოლას კიდევ ერთი მიღწევა, რომელიც ამ მატჩში დაფიქსირდა –
ბარსას წაუგებელი სერია უკვე 22 მატჩია გრძელდება, რაც მართლა ფანტასტიური შედეგია, აღსანიშნავია ისიც, რომ ბარსამ ამ 22–დან 16 მატჩის მოგება მოახერხა.
ბილბაოსთან დაპირისპირება, რომელიც ბარსამ 2–1 მოიგო საიუბილეო აღმოჩნდა ლეო მესისთვისაც. 250–ჯერ მოირგო ბარსელონას მაისური მესიმ, ტრადიციულად ბრწყინვალედ ითამაშა და საიუბილეო მატჩში ბილბაოს კარში გოლიც გაიტანა. ეს მისი 169–ე გოლი იყო ბარსელონას მაისურით.
Subscribe to:
Comments (Atom)