ავტორი – კობა პაიჭაძეკვირას გამართული დაპირისპირება ბარსელონას და ბილბაოს შორის, საიუბილეო გამოდგა ბარსას დამრიგებლისთვის პრიმერაში. ეს იყო ბარსელონას მეასე მატჩი პრიმერაში გვარდიოლას ხელმძღვანელობით. ახალგაზრდა ესპანელ სპეციალისტს ბრწყინვალე ბალანსი აქვს – მან 100–დან 79 მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ამ ასი მატჩიდან გვარდიოლას მეთაურობით ბარსელონამ სულ რაღაც შვიდჯერ დამარცდა, ხოლო 14 მატჩი ფრედ დაასრულა.
ასევე აღსანიშნავია გვარდიოლას კიდევ ერთი მიღწევა, რომელიც ამ მატჩში დაფიქსირდა –
ბარსას წაუგებელი სერია უკვე 22 მატჩია გრძელდება, რაც მართლა ფანტასტიური შედეგია, აღსანიშნავია ისიც, რომ ბარსამ ამ 22–დან 16 მატჩის მოგება მოახერხა.
ბილბაოსთან დაპირისპირება, რომელიც ბარსამ 2–1 მოიგო საიუბილეო აღმოჩნდა ლეო მესისთვისაც. 250–ჯერ მოირგო ბარსელონას მაისური მესიმ, ტრადიციულად ბრწყინვალედ ითამაშა და საიუბილეო მატჩში ბილბაოს კარში გოლიც გაიტანა. ეს მისი 169–ე გოლი იყო ბარსელონას მაისურით.